ჩვენი

ბრენდის შესახებ

ვინ ვართ ჩვენ & რას წარმოვადგენთ

"ჯორჯიან ფიტნეს გრუპი" საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფიტნეს ინდუსტრიის განვითარებას გეგმავს. თბილისში პირველი კლუბის გახსნისთვის განსაზღვრული ინვესტიცია 3,000,000 აშშ დოლარია. ხუთი წლის განმავლობაში კიდევ ოთხი კლუბის გახსნა იგეგმება. კომპანიას მოლაპარაკებები ჰქონდა მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებთან და საბოლოო არჩევანი ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ ოპერატორზე შეჩერდა. "World Class"-ის ისტორია 1983 წელს სკანდინავიაში იწყება. დროთა განმავლობაში მისი დაფარვის ზონა აქტიურად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და შუა აზიის რეგიონში. დღეისათვის მსოფლიოს 5 ქვეყანაში 84 კლუბი ფუნქციონირებს.

რას

გთავაზობთ

პერსონალური მწვრთნელი

დახურვა X

მაღალკვალიფიცირებული პირადი მწვრთნელები მოამზადებენ სპეციალურად თქვენზე მორგებულ, პერსონალური ვარჯიშების უნიკალურ და ეფექტურ პროგრამას, რჩევებს ჯანსაღი კვების შესახებ და დაგეხმარებიან მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ჯგუფური პროგრამები

დახურვა X

‘World Class’ გთავაზობთ ჯგუფური ვარჯიშების ფართო სპექტრს, სადაც ნებისმიერი იპოვნის იმას რაც უნდა. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სპეციალურად შემუშავებულ სავარჯიშო პროგრამებს, რაც მაქსიმალურად დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

იოგა

დახურვა X

იოგა ეს არის აღმოსავლური სიბრძნის შესწავლის პირველი ეტაპი, რომელიც მიმართულია ძირითადი პოზების ათვისებაზე, სწორ სუნთქვაზე, ხერხემლის გაჯანსაღებასა და მოდუნებაზე. იოგას ვარჯიში ხელს უწყობს თითქმის ყველა კუნთის გამაგრებას და საშუალებას გაძლევთ უკეთ მოახდინოთ კონტროლი თქვენს სხეულზე.

Les Mills პროგრამები

დახურვა X

მსოფლიო ბესტსელერი! 20 წელია რაც ამ პროგრამას ამუშავებს კომპანია Les Mills და მას გადიან მსოფლიოს ას ქვეყანაში. ვარჯიშის სისტემა, მედიცინის და ფიტნესის სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული, ზედმიწევნით შერჩეულია მუსიკა და ტრენერის ემოციაც კი - ეს რეზულტატის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეფექტური გზაა.

სტუდია RPM

დახურვა X

RPM პროგრამა ველოტრენაჟორები, გამამხნევებელი მუსიკა, ვიდეობილიკი, საშუალებას გაძლევს სრულად ჩაიძირო რბოლაში. ჩვენი ინსტრუქტორები იზრუნებენ იმაზე, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ველოსიპედით გასეირნება, ისინი შეცვლიან მუშაობის ტემპს და სახეობებს. თქვენ შეძლებთ დაწვათ კალორიების მაქსიმუმი და დაიკლოთ წონაში უმოკლეს დროში, გაიუმჯობესოთ კარდიოამტანობა და ფეხის კუნთების ძალა.

Antigravity

დახურვა X

Antigravity - ტრადიციული იოგას შერწყმა ქორეოგრაფიის ელემეტებთან, საჰაერო აერობიკასთან, პილატესის სისტემასთან და მხატვრულ ტანვარჯიშთან. იოგას კლასიკური სავარჯიშოები ჭერზე დაკიდებულ ჰამაკებში შესრულდება. გაიმაგრებთ კუნთებს, გაიუჯებესებთ სისხლის მიმოქცევას და მოძრაობის კორდინაციას.

Outdoor

დახურვა X

‘World Class’-ის აუთდორ პროგრამები გთავაზობთ სხვადასხვა ვარჯიშების სპექტრს ღია ცის ქვეშ ჩვენი სპეციალისტების მეთვალყურეობით. თქვენ შეგიძლიათ შეუთავსოთ სასარგებლო სასიამოვნოს.

საბრძოლო ხელოვნების ზონა

დახურვა X

ჩვენს მწვრთნელებთან ერთად თქვენ დაეუფლებით თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებას, რაც ითვალისწინებს სხეულისა და გონების ერთმანეთთან სრულ კომუნიკაციას.

PILATES პროგრამა

დახურვა X

ჯოზეფ პილატესის სისტემის სავარჯიშოების და ტექნიკის შესწავლა. მოქნილობა, ძალა, ამტანობა, საერთო ფიზიკური მდგომარეობა. ვარჯიშის ჩატარებაში დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით.

ჩვენი

კლუბის შესახებ


01⁄02

|    ჩვენს შესახებ

    სად მდებარეობს

ზოგადი მიმოხილვა

ფილარმონიის მულტიფუნქციური კლუბი 'World Class’ (1250 კვ.მ. საერთო ფართით) მომხმარებელს შესთავაზებს:
• ფიტნეს მწვრთნელების საერთაშორისო, სერტიფიცირებულ გუნდს, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართავს სავარჯიშო პროცესს და შეადგენს რეკომენდაციებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად;
• მსოფლიოს წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის 'Technogym'-ის უახლესი ხაზის ტრენაჟორებით აღჭურვილ 550 კვ. მ. ფართის დარბაზს, ყველა ტიპის სავარჯიშო ზონებით;
• სავარჯიშო პროგრამების მსოფლიოს წამყვანი, ახალზელანდიური ბრენდის 'Les Mills'-ის პროგრამების ფართო სპექტრს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს 100 ქვეყნის 15,000 წამყვან ფიტნეს კლუბში;

• მსოფლიოში ცნობილი ბრენდების 'AntiGravity Yoga' და 'Romana's Pilates'-ის ექსკლუზიურ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროგრამებს;
• სწორი და ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ ფიტნეს ბარს, სპეციალურად მომხმარებლის განტვირთვისთვის განკუთვნილ ლაუნჯ ზონას და სპორტულ მაღაზიას;
• კომფორტულ გასახდელებს სოლარიუმით, სამასაჟო ზონას და საუნას პანორამული ხედით;
• iOS და Android სისტემებზე მორგებულ მობილურ აპლიკაციას, რომლის დახმარებით მომხმარებელი მარტივად შეძლებს თავისი პირადი მონაცემების სრულ მართვას;
• ავტომობილების პარკირების ადგილებს მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის.

შეავსეთ

განაცხადი

შეავსეთ განაცხადის ფორმა და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს მომავალში.